გიორგი ჩიტაურის გუნდი ბანიკოვის ტურნირზე მიემგზავრება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა კიევში გასამართი ტურნირისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ეროვნულმა გუნდმა შეკრება დაიწყო. გიორგი ჩიტაურის ნაკრები, 25-31 აგვისტოს, კიევში გასამართ ბანიკოვის თასზე ასპარეზობისთვის ემზადება.
საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში, საქართველოს გარდა, მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, უკრაინის, ბელარუსის, ბულგარეთის, თურქეთის, უზბეკეთის და სლოვაკეთის 17-წლამდე ნაკრები გუნდები.
ტურნირის ფორმატის მიხედვით, 8 მონაწილე გუნდი, A და B ჯგუფებში, 4 გუნდად გადანაწილდებიან. 3 ტურის შემდეგ, თითოეული გუნდი, მეორე ჯგუფის ცხრილში იდენტური პოზიციის მქონე ნაკრებს ეთამაშება და ტურნირზე მოპოვებული საბოლოო
ბანიკოვის ტურნირი | B ჯგუფი
უზბეკეთი 17:00 საქართველო - 27.08.2021 | ვოლოდიმირ მელნიკი, ობუხივი
საქართველო 17:00 სლოვაკეთი - 29.08.2021 | ვოლოდიმირ მელნიკი, ობუხივი
ფინალური მატჩები - 30.08.2021
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა
მცველები: გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), გიორგი სურმავა (დინამო თბილისი), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), ალექსანდრე ჩიხაძე (მარტვილი), აკაკი გიუნაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), ლუკა შეროზია (დინამო თბილისი), თენგო გობეშია (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ამინ კარაევი (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), მიხეილ ზეცაშვილი (სფფ-ის აკადემია), ნიკოლოზ ნინიძე (დინამო თბილისი), ალეკო ბასილაძე (სფფ-ის აკადემია), ლაშა გადილია (სფფ-ის აკადემია), ლუკა პარკაძე (უკლუბოდ), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა), დავით მიქაია (სფფ-ის აკადემია).
თავდამსხმელები: გიორგი ფარცხვანია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სფფ-ის აკადემია), გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა).
ბანიკოვის თასზე, 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები 25 აგვისტოს გაემგზავრება. დღეს, ტურნირის სამზადისის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, კომენტარი 17-წლამდე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - გიორგი ჩიტაურმა გააკეთა და აღნიშნა, რომ შემადგენლობაში ცვლილებებია. შეკრების დაწყებამდე გაკეთებული ტესტების შედეგების გამო, ასაკობრივ ნაკრების შემადგენლობას - თენგო გობეშია და დემეტრე ციკოლია გამოაკლდა.
GFF.GE