მზადება რუმინეთისთვის - 21-წლამდელთა შეკრების პირველი დღე

AutoSharing Option
. U21 - რუმინეთი V საქართველო | 7 სექტემბერი
. ახალგაზრდულმა ნაკრებმა 10-დღიან შეკრება დაიწყო

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, პირველი ვარჯიში გამართა. ახალგაზრდული ნაკრები 7 სექტემბერს ბუქარესტში რუმინეთის 21-წლამდელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეკრების დაწყებამდე მიღებული ტრავმის გამო ახალგაზრდულ ნაკრებს ბექა დარცმელია და ლუკა კუტალაძე ვერ დაეხმარებიან. წინასწარი ტესტირების შემდეგ გიორგი იაკობიძეს კოვიდ-19 დაუდასტურდა და მიმდინარე შეკრებას "ლოკომოტივის" ფორვარდიც დააკლდება. მათ ნაცვლად, რამაზ სვანაძემ - ბექა ხარაიშვილი (საბურთალო), გურამ ჩიკაშუა (ვიტ
-ჯორჯია) და დავით სამსონია (დინამო ზუგდიდი) გამოიძახა.

U21 - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გურამ ჩიკაშუა (ვიტ-ჯორჯია), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა ნანავა (კოლხეთი 1913)

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ზურაბ ჭავჭანიძე (რუსთავი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), დავით სამსონია (დინამო ზუგდიდი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოსწირაფიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (თელავი).

რამაზ სვანაძის გუნდი რუმინელ თანატოლებს ბუქარესტის შემოგარენში, ქალაქ ვოლუნტარის ანგელ იორდანესკუს სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:00 საათზე დაუპირისპირდება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული