ქართველი ფეხბურთელების ქამბექი ბერძნებთან - 2 გოლი მატჩის მიწურულს

AutoSharing Option
ქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, რუსთავის აკადემიაში ამხანაგური მატჩი ბერძენი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრას გიორგი ჩიტაურის გუნდი - 0:2-ს აგებდა, თუმცა საბოლოოდ ვაჟთა ნაკრებმა მატჩის შემობრუნება შეძლო და ანგარიში გაათანაბრა - 2:2.

ბერძენთა კარში პირველი გოლი, სტანდარტული სიტუაციიდან გივი ხაჩიძემ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი გუნდის კაპიტანს, გაბრიელ სიგუას ეკუთვნის, რომელმაც მატჩის მიწურულს, 92-ე წუთზე შეძლო მეტოქის კარის აღება და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეორე ამხანაგურ მატჩს, 17-წლამდელები ისევ საბერძნეთის წინააღმდეგ, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე, 18 სექტემბერს ჩაატარებენ. 

საქართველო: კოპალიანი - სადღობელაშვილი, ხარჩილავა, ნარიმანიძე,
ტაბატაძე - სიგუა, ხაჩიძე, პარკაძე, ცეცხლაძე, გადილია - პარკინაშვილი.

გოლები: 1:2 - ხაჩიძე (81), 2:2 - სიგუა (90+2)


წყარო: nakrebi.ge

altსასწაულების მოხდენა ჩვენს ნაკრებსაც შესძლებია - ქართველებმა მატჩი დაუჯერებლად მოიგეს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
ინჩა, ქამბექი?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული