ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

17-წლამდელების შემადგენლობა და მატჩების განრიგი - საკვალიფიკაციო რაუნდს უნგრეთი უმასპინძლებს

AutoSharing Option
17-წლამდელთა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მე-4 ჯგუფის მატჩებს 22-დან 28 ოქტომბრამდე უნგრეთი უმასპინძლებს. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ისლანდია, ესტონეთი და მასპინძელი უნგრეთი იქნებიან.

19:00 | 22 ოქტომბერი - საქართველო V ისლანდია
19:00 | 25 ოქტომბერი - უნგრეთი V საქართველო
19:00 | 28 ოქტომბერი - ესტონეთი V საქართველო

გიორგი ჩიტაურის გუნდი უნგრეთში 21 ფეხბურთელით იქნება წარმოდგენილი. ასაკობრივ ნაკრებს საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე "დინამო თბილისის" ნახევარმცველები - ნიკოლოზ ნინიძე და გიორგი რობაქიძე ვერ დაეხმარებიან. ნინიძე მოახლოებულ მატჩებს ტრავმის
გამო გამოტოვებს, ხოლო რობაქიძეს შეკრების დაწყებამდე Covid-19 დაუდასტურდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), რევაზ კურტანიძე (საბურთალო).

მცველები: ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია), საბა ხარჩილავა (დინამო, თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), აკაკი გიუნაშვილი (დინამო, თბილისი), თენგო გობეშია (დინამო, თბილისი).

ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ჩიხაძე (მერანი, მარტვილი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სფფ-ის აკადემია), გაბრიელ სიგუა (დინამო, თბილისი), ლაშა გადილია (სფფ-ის აკადემია), ალეკო ბასილაძე (სფფ-ის აკადემია), ამინ კარაევი (დინამო, თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო, თბილისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა).

თავდამსხმელები: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), გიორგი ფარცვანია (დინამო, თბილისი).

გიორგი ჩიტაური (17 წლამდე ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა. სამივე მეტოქე შესწავლილი გვყავს - ისლანდია ძალისმიერი გუნდია, ფიზიკურად ძლიერები არიან; უნგრეთი შედარებით უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს, ხოლო რაც შეეხება ესტონეთს, ისინი უფრო სტანდარტული სიტუაციების სწორად გამოყენებაზე აკეთებენ აქცენტს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არცერთ მოწინააღმდეგეს ჩვენთან იოლი მატჩი არ ელის.

nakrebi.ge