ფრე ისრაელთან - 19-წლამდე გოგონებმა თამაში კონტრშეტევებზე ააგეს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში მეორე მატჩი ისრაელის წინააღმდეგ გამართა და ფრედ - 1:1 ითამაშა.

მატჩი ისრაელის ნაკრების ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, საქართველოს ნაკრები კი, ძირითადად კონტრშეტევაზე მოქმედებდა. ანგარიში 33-ე წუთზე მეტოქემ გახსნა, საქართველოს ნაკრების კარი შანი სიროტამ აიღო. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. ჩვენმა გუნდმა გათანაბრება მეორე ნახევრის სტარტზევე შეძლო, 46-ე წუთზე შედეგიანი დარტყმა ეთერ სულაშვილმა შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ისრაელი 1:1 საქართველო

​ტა ქალი, სენთენარი

ისრაელი: მ. სიროტა, შალომი, პარნაფესი, დერკსენი, ელჰადადი
(58' ნაგარი), ედრი, ჰოროვიცი (58' ლევი), არაზი, შ. სიროტა, რავიდი (85' ბიტონი), ტურესკი

სათადარიგო შემადგენლობა: შემერი, რუბინშტეინი, ბენგალი, რაჰატი, თოფურია, ეფრატი

​მთავარი მწვრთნელი: ერეზ ბელფერი

​საქართველო: თაბაგარი, ძაძუა, კაპანაძე, სვანიძე, ჯგუშია, წიქარიშვილი (63' ბეგიაშვილი), კახნიაშვილი, სულაშვილი (56' ენჯიბაძე), მწყერაშვილი (90' გობრონიძე), მოდრეკილაძე, ბებია

​სათადარიგო შემადგენლობა: ცუხურკაიძე, წიქარიძე, კანდელაკიშვილი, ბაქრაძე, მელიქიშვილი

​მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

მსაჯები: ალეკსანდრა ჩესენი, სტაშა შპური, იოანა ვასალო, მიკელე მიცი

​გაფრთხილება: 45+1' სვანიძე, 62' ბებია, 81' მწყერაშვილი, 90+4' თაბაგარი, 90+7' ენჯიბაძე

​გოლები: 1:0 შ. სიროტა (33), 1:1 სულაშვილი (46)


​საკვალიფიკაციო ეტაპის B დივიზიონის მეოთხე ჯგუფში დღესვე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. თბილისის დროით 18:00 საათზე რუმინეთი მალტას დაუპირისპირდება.

​საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვდრას 26 ოქტომბერს თბილისის დროით 13:00 საათზე მალტას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: Nakrebi.ge

altU17. საქართველოს ნაკრებმა ისლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა

altU17. საქართველოს ქალთა ნაკრები ლუქსემბურგთან 0:10 დამარცხდა


მკითხველის კომენტარები / 1 /
თოფურია, ისრაელის ნაკრებში თამაშობს?ვაი ჩვენი ბრალი.
სოსო
19:13 23-10-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული