U17. კაცნაკლული საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა, მაგრამ ელიტ-რაუნდში გავიდა

AutoSharing Option
2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ესტონეთთან 0:1 დამარცხდა, თუმცა ელიტ-რაუნდში გავიდა.

პირველ ტაიმში ესტონელები ეპიჰინმა დააწინაურა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ხაჩიძემ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და 71-ე წუთზე ჩვენი გუნდი კაცნაკლული დარჩა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და მეტოქემ გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩიტაურის შეგირდები პირველ ტურში ისლანდიას დაუზავდნენ (1:1), მეორე ტურში კი მასპინძელი უნგრეთი დაამარცხეს (1:0).

პარალელურ მატჩში უნგრეთი და ისლანდია დაზავდნენ - 0:0.

საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და
ელიტ-რაუნდში გავიდა. პირველი ადგილი ესტონეთმა დაიკავა, მესამე - უნგრეთმა, ხოლო მეოთხე - ისლანდიამ.

ბიჩკე. „სპორტპლია“
ესტონეთი - საქართველო 1:0
გოლი: ეპიჰინი (33)
გაძევება: ხაჩიძე (71)

საქართველო: კოპალიანი, ნარიმანიძე, გობეშია, ხარჩილავა, სადღობელაშვილი (ხაჩიძე 46), ციკოლია (ფარცვანია 46), სიგუა, ალიბეგაშვილი, ტაბატაძე, პარკაძე (პარკინაშვილი 84), ცერცვაძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბიჭებს ვულოცავ ელიტრაუნდში გასვლას, მაგრამ აქვე მინდა წუხილით აღვნიშნო, რომ ცუდია, ცუდია, რომ გუნდისთვის გადამწყვეტ თამაშებს ვერ ვიგებთ, ვერც უფროსები და ვერც უმცროსები. რაღაც გვაქვს სასწავლი ან შესაცვლელი.
გიზოგ
15:35 29-10-2021
0
გილოცავთ!მაგრებიხართ.
ბაჯო
22:20 28-10-2021
14

სიახლეები პოპულარული