ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

მამარდაშვილი ახალგაზრდულში - ინგლისის წინააღმდეგ შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 7 ნოემბერს საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ახალგაზრდული ნაკრები 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმში ინგლისის 21-წლამდელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 22 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა


მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო).

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), სანდრო კალანდაძე (დინამო, თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი, თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა
გაგნიძე (დილა, გორი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო, თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), გიორგი ლომთაძე (სამტრედია), თორნიკე მორჩილაძე (დინამო, თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი).

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

ბათუმში ინგლისის და საქართველოს ახალგაზრდული გუნდები ერთმანეთს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდებიან. განვლილ 3 მატჩში 2 შეხვედრა ინგლისელებმა მოიგეს, ხოლო 1997 წელს ჩარლტონ ატლეტიკსის „ვალიზე“ გამართული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ნაკრებ გუნდებს შორის პირველ შეხვედრასაც სწორედ ბათუმმა უმასპინძლა. 1996 წლის 8 ნოემბერს გამართული მატჩი ინგლისელებმა მინიმალური სხვაობით - 0:1 მოიგეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა მაიკლ დაბერიმ 81-ე წუთზე შეძლო.

წყარო: Nakrebi.ge

altმამარდაშვილი ახალგაზრდულში - სვანაძის რჩეულები