ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U17 - ელიტრაუნდს შოტლანდია უმასპინძლებს, მომდევნო შესარჩევს - საქართველო

AutoSharing Option
ევრო 2022 - ელიტრაუნდი

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევრო 2022-ის ელიტრაუნდის ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდიას, ჩეხეთს და გერმანიას დაუპირისპირდება.

მატჩები 2022 წლის გაზაფხულზე, 21-29 მარტს გაიმართება. ელიტრაუნდის შეხვედრებს შოტლანდია უმასპინძლებს. მატჩების განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელებმა 22-28 ოქტომბერს უნგრეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულეს და ელიტრაუნდის საგზურის მოპოვება შეძლეს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი სლოვაკეთში 18 ივნისიდან 1-ელ ივლისამდე გაიმართება.

ევრო 2023 - საკვალიფიკაციო რაუნდი


დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში 19-წლამდელთა შემდეგ 2023 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის
საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს 17-წლამდელთა ეროვნული გუნდის მეტოქეები გამოვლინდა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს საკვალიფიკაციო რაუნდში ინგლისი, ისრაელი და ლიეტუვა დაუპირისპირდებიან.

მატჩები 2022 წლის შემოდგომაზე - 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს. მატჩების ზუსტი განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

nakrebi.ge