ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ისრაელთან 0:3 დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს მინსკის განვითარების თასზე მოასპარეზე საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ტურნირის ფარგლებში პირველი მატჩი გამართა, სადაც ისრაელის ეროვნულ გუნდთან 3:0 დამარცხდა. მეტოქემ ქართველების კარი 34-ე, 45-ე და 55-ე წუთებზე აიღო. 

"საბურთალოს" მოთამაშე გიორგი ტაბატაძე, რომელიც გუნდს Covid-19-ით ინფიცირების გამო ვერ ეხმარებოდა, ახლა მწყობრშია და 8 თებერვლიდან ნაკრებს მინსკში შეუერთდება.

მომდევნო მატჩს გიორგი ჩიტაურის გუნდი 9 თებერვალს, ტურნირის მასპინძელი ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

nakrebi.ge

alt17-წლამდელების შემადგენლობა და მატჩების განრიგი - მინსკის თასი და მონტენეგროსთან ამხანაგურები

altსაქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი