საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადება მინსკის განვითარების თასზე დაიწყო და პირველი ორი მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 0:3 წააგო.
გიორგი ჩიტაურის შეგირდები პირველ ტურში ისრაელთან, ხოლო მეორეში ბელარუსთან დამარცხდნენ.
დუბლი ივან აგეევმა შეასრულა, ერთი გოლი კი ალეკსეი კოჟანოვსკიმ გაიტანა.
შემდეგ მატჩს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 10 თებერვალს, მინსკის საფეხბურთო კლუბის ასაკობრივ გუნდთან გამართავს.
შემდეგ მატჩს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 10 თებერვალს, მინსკის საფეხბურთო კლუბის ასაკობრივ გუნდთან გამართავს.
საქართველო: ს. კოპალიანი, გოგიჩაიშვილი (ცეცხლაძე 41), ხარჩილავა, ნარიმანიძე, რობაქიძე, ბასილაძე (ხაჩიძე 59), პარკინაშვილი (ალიბეგაშვილი 50), პარკაძე (გადილია 71), მაღრაძე, ლორთქიფანიძე, ციკოლია (კარაევი 50)
სათადარიგოები: რ. კურტანიძე, ჩიხაძე, გიუნაშვილი, ტაბატაძე
ან როგორ ცმუკავდა ზოგი ბურთს რო იღებდა,მასეთებს ჩემს ბავშვობაში ეზოში მარტო კარში თუ ჩავაყენებდით როცა მეკარე არ გვყავდა.