U17. საქართველოს ნაკრები მალტასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, მალტაზე, ტა ქალის "ცენტენარი სტედიუმზე" მასპინძელი ქვეყნის გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და 1:3 დამარცხდა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებიდან ერთადერთი გოლი, 66-ე წუთზე ლუკა პარკაძემ გაიტანა, რომელმაც შეცვლაზე შემოსული ნიკოლოზ ნინიძეს მიერ შესრულებული გადაცემა ზუსტად გამოიყენა.

მალტასთან მეორე ტესტ-მატჩს, გიორგი ჩიტაურის გუნდი 8 მარტს, თბილისის დროით ისევ 14:00 საათზე გამართავს. შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის ემზადება, რომლის მატჩებიც 23, 26 და 29 მარტს შოტლანდიაში გაიმართება.

საქართველო: კოპალიანი, გოგიაჩაიშვილი (ცეცხლაძე 46), ლორთქიფანიძე, ალიბეგაშვილი (ნინიძე 46), ხარჩილავა,
ნარიმანიძე, რობაქიძე, ბასილაძე (გადილია 46), პარკაძე, ციკოლია, ტაბატაძე

23 მარტი. გერმანია V საქართველო - ელიტ რაუნდი
26 მარტი. ჩეხეთი V საქართველო - ელიტ რაუნდი
29 მარტი. საქართველო V შოტლანდია - ელიტ რაუნდი

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს იმიტომ ხდება რომ არ უშლიან დზმაკაცობას და ახლობლობას სირცხვილია რამდენი თამაში უნდა წააგოს დაშალეთ
დავით
19:48 06-03-2022
0
ოხ გაგიჭირდებოდათ... თქვენც უნდა თქვათ ფეხბურთელები ვართო?!
რომა
20:28 06-03-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული