U17. საქართველოს ნაკრები მალტასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, მალტაზე, ტა ქალის "ცენტენარი სტედიუმზე" მასპინძელი ქვეყნის გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და 1:3 დამარცხდა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებიდან ერთადერთი გოლი, 66-ე წუთზე ლუკა პარკაძემ გაიტანა, რომელმაც შეცვლაზე შემოსული ნიკოლოზ ნინიძეს მიერ შესრულებული გადაცემა ზუსტად გამოიყენა.

მალტასთან მეორე ტესტ-მატჩს, გიორგი ჩიტაურის გუნდი 8 მარტს, თბილისის დროით ისევ 14:00 საათზე გამართავს. შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის ემზადება, რომლის მატჩებიც 23, 26 და 29 მარტს შოტლანდიაში გაიმართება.

საქართველო: კოპალიანი, გოგიაჩაიშვილი (ცეცხლაძე 46), ლორთქიფანიძე, ალიბეგაშვილი (ნინიძე 46), ხარჩილავა,
ნარიმანიძე, რობაქიძე, ბასილაძე (გადილია 46), პარკაძე, ციკოლია, ტაბატაძე

23 მარტი. გერმანია V საქართველო - ელიტ რაუნდი
26 მარტი. ჩეხეთი V საქართველო - ელიტ რაუნდი
29 მარტი. საქართველო V შოტლანდია - ელიტ რაუნდი

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
Მივმართავ სპორტულ ჟურნალისტებს: იკითხეთ საერთოდ ასაკობრივი ჩემპიონოტიები ტარდება? Თითქმის წელიწადია არა.ეს იმ ფონზე როცა თუგინდ მალტის გუნდები იღებენ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას სისტემატიურად. Უნიჭიერეს ბავშვებს ჩვენით უსპობთ პერსპექტივას და ჩვენვე ვლანძღავთ. Ვახოცავთ ბავშვებს ხელს და მათაც ვაცხოვრებთ ტყუილში. Არც ვასწავლით და არც პრაქტიკა აქვთ. Ესაა სწორი ანალიზი და ვინმემ უნდა ამოიღოს ხმა.
Გიორგი
02:35 08-03-2022
0
მოაშორეთ ეს მწვრთნელი ნაკრებს. ხომ ხედავთ რომ ფეხბურთის გარტყმაში არ არის. ბავშვებს ნურაფერს ერჩით, კარგი თაობაა. უბრალოდ სამწვრთნელო შტაბი ქვის ხანაშია
თენგაბი
09:56 07-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული