ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U17. საქართველოს ნაკრები მალტასთან ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მალტაზე, "ტა ქალის ცენტენარი სტედიუმზე" მასპინძელი ქვეყნის გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და შეხვედრა მალტელთა გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.

მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიდან გოლი ნიკოლოზ ნინიძემ გაიტანა, რომელმაც გივი ხაჩიძის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

განვლილი მატჩით 17-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდამდე ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების სერია დასრულდა. გიორგი ჩიტაურის გუნდი საწვრთნელ პროცესს 12 მარტს განაახლებს. ელიტრაუნდის ჯგუფის მატჩებს 23, 26 და 29 მარტს შოტლანდია უმასპინძლებს.