U17. საქართველოს ნაკრები მალტასთან ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მალტაზე, "ტა ქალის ცენტენარი სტედიუმზე" მასპინძელი ქვეყნის გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და შეხვედრა მალტელთა გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.

მეორე ტესტ-მატჩში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიდან გოლი ნიკოლოზ ნინიძემ გაიტანა, რომელმაც გივი ხაჩიძის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

განვლილი მატჩით 17-წლამდელების ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდამდე ჩატარებული ამხანაგური შეხვედრების სერია დასრულდა. გიორგი ჩიტაურის გუნდი საწვრთნელ პროცესს 12 მარტს განაახლებს. ელიტრაუნდის ჯგუფის მატჩებს 23, 26 და 29 მარტს შოტლანდია უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ ნაკრებს მწვრთნელი ყავს? თუ ყავს ფედერაცია რატომ არ უშვებს გუნდიდან? აი რას ნიშნავს ახლობლობა..
vova
20:39 08-03-2022
1
არავის არ აინტერესებს ის ფაქტი რომ ამ ასაკის ჩემპიონატი 2 წელია არ ტარდება? საიდან უნდა იყონ ეს ბავშვები ფორმაში? ან მწვრთნელმა სად უნდა ნახოს ბავშვები? ელიტრაუნდი სათამაშოა და ფედერაცია ჩემპიონატს არ ატარებს.შედეგი რანაირად იქნება და როგორ უნდა მოვთხოვით? გამოხტებიან აქ ახლა პროფესორები რომ მალტას და ბელარუსს მაინც უნდა მოუგოო,მაგრამ როგორ?როცა იქ ჩემპიონატი არ გაჩერებულა და ჩვენთან არაფერი არ ტარდება? ფედერაციის პრობლემა მგონია ეს და პასუხიც მათ უნდა მოეთხოვოს.
გია
20:33 08-03-2022
4

სიახლეები პოპულარული