აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 29 მარტს, 18:00 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

21-წლამდელთა ნაკრებმა შარშანდელი ამხანაგური მატჩების სერიაც გორში ბელარუსთან მოგებული მატჩით დაიწყო და კალენდარული სეზონი რუმინელებთან ფრის და ინგლისთან მოგების შემდეგ წაუგებლად დაასრულა.

ესტონელებთან მატჩისთვის მოსამზადებელ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 | შემადგენლობა


მეკარეები:
ლუკა კუტალაძე (დინამო, თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა, გორი);

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა, პრაღა, ჩეხეთი), გიორგი მაისურაძე (დინამო,
თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო, ქუთაისი), სანდრო კალანდაძე (დინამო, თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი);

ნახევარმცველები:
ნიკა გაგნიძე (დილა, გორი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო, თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი), ლუკა ხორხელი (სიონი, ბოლნისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ოთარ ფარულავა (გაგრა), ნოდარ ლომინაძე (დინამო, თბილისი);

თავდამსხმელები:
გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი გაგუა (დეპორტივო, ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი, თბილისი)

nakrebi.ge

altვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ


მკითხველის კომენტარები / 4 /
აზაროვის დისკვალიფიკაცია 21-ში არ მოქმედებს?
ჯიჯიჯი
17 მარტი 2022 16:39
0
აზაროვმა დისკვალიფიკაციის გამო ერთი თამაში უკვე გამოტოვა ეროვნულში. ამ თამაშებისთვის კი სანიოლმა არ გამოიძახა ჭკუის სასწავლებლად.
დათო
17 მარტი 2022 18:02
0
გუგეშაშვილი რატო არაა გამოძახებული?
irakli
17 მარტი 2022 15:47
2
არაბიძეც არაა)))
iii
17 მარტი 2022 17:23
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული