U17. საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები შოტლანდიაში, ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, მასპინძელ შოტლანდიასთან 1:6 დამარცხდა და ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

ჯგუფში პირველ ადგილზე გერმანია გავიდა, მეორეზე - შოტლანდია, მესამეზე - საქართველო, ხოლო მეოთხეზე - ჩეხეთი.

შეგახსენებთ, გიორგი ჩიტაურის გუნდი აქამდე გერმანიასთან დამარცხდა (0:3), ჩეხეთს კი სძლია (2:1).

ფალკირკი. „კომუნიტი სტადიუმი“

საქართველო - შოტლანდია 1:6
გოლები: 0:1 კუპერი (9), 0:2 დოუკი (43), 0:3 დოუკი (44), 1:3 ხაჩიძე (47), 1:4 უილსონი (51), 1:5 ხარჩილავა (61, საკ. კარში), 1:6 დოუკი (84)

საქართველო: კოპალიანი, გობეშია, ხარჩილავა, ნარიმანიძე,
რობაქიძე, ალიბეგაშვილი (ნინიძე 79), ლორთქიფანიძე, სიგუა, ცეცხლაძე, პარკაძე (ფარცვანია 64), ხაჩიძე (ბასილაძე 64)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩიტაური-წადი-რა-ხინკალი-მოახვიე,სად-ჩიტაური,სად-ფეხბურთი...
agmsarebeli
30 მარტი 2022 18:52
0
ჩიტაურს ვინ ეკითხება რამეს,ჩიტაურის ფუნქცია ნაკრებში ჩარიცხული ხელფასის ნახევარის უკან დაბრუნებაა ფედერაციის მესვეურებთან,კოკრეტულად იაშვილი მუჯირი და კობიაშვილი..აი ამაში არის პროფესიონალი,მწვრთნელობა რა მაგის საქმეა,იგივეს აკეთებს მაისურაძე ოღონდ უპირატესობა ის არის რომ ზოგიერთ ფეხბურთელს მაისურაძე იძახებს,დანარჩენის სია აქვს..აი უბედურება ჩვენი ფეხბურთის
luka
30 მარტი 2022 16:25
1
ჰოკეი იყო თუ ფეხბურთი?
ვა
30 მარტი 2022 12:38
0
გადამწყვეტ მატჩებში, ჩვენი გუნდები ფსიქოლოგიურად იწვებიან.ვფიქრობ ეს არის, ჩვენი გადამწყვეტ თამაშებში ცუდი გამოსვლების მთავარი მიზეზი
სოსო
30 მარტი 2022 12:06
1
სირცხვილია
irakli
30 მარტი 2022 08:29
0
Ბავშვების კრიტიკა უადგილო. Ბევრი ვარჯიში, მონდომება და კარგი მწვრთნელი გამოსავალი ესაა.
Ნიკა
30 მარტი 2022 08:00
3
ეს ჩიტაური სად მოძებნეთ? ფეხბურთთან გაუვლია სადმე ახლოს? იმედია, ეროვნულ ნაკრებს არ ჩააბარებენ.
კოკო
30 მარტი 2022 04:09
0
ნუგზარ ჩიტაური იყო ბავშვთა და მოზარდთა მწვრთნელი ავაზაზე,გიორგიც იქვე ვარჯიშობდა,მაგრამ დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა.მერე კი,როგორც ჩვენთან,საქართველოში ხდება,სავარაუდოდ ქართულ ჯიგრულ პონტში გაჩითეს ბიჭი ნაკრებში..
მამამისი
30 მარტი 2022 05:09
1
მეკარე ავად გახდა?
xuta
29 მარტი 2022 23:17
0

სიახლეები პოპულარული