საქართველოში VAR-ის დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება

AutoSharing Option
საქართველოში VAR-ის დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება. თეორიული ნაწილის შემდეგ ქართველ მსაჯებს პრაქტიკული სემინარები უტარდებათ. პროექტში ჩართული არბიტრები სამი დღის განმავლობაში რეალურ გარემოში, მატჩის სიმულაციის საშუალებით შეძლებენ პრაქტიკული ცოდნის მიღებას.

სემინარის ყველა ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველ მსაჯებს ფიფასგან ვიდეოასისტენტის ლიცენზია მიენიჭებათ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში მსაჯის ვიდეო ასისტენტის დანერგვაზე გასული წლიდან მუშაობს. სამუშაო ჯგუფს ფიფას ყოფილი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში, ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება.

GFF.GE

-15MAR/03/2-vari.jpg" border="0" alt="alt" title="საქართველოში VAR-ის დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება" style="height: 50px; width: 50px;" />VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
მკითხველის კომენტარები / 3 /
რათგვინდა VAR ვერ დარბიან აჩქარებებს ვერ აკეთებენ ყველა შეხებაზე მიწაზე გდიან საშუალოდ კარში ზუსტად 6 მდე ძლივს ურტყავენ. სადაც 70% მეტი 40 ცილდება ჯარიმები ის რათამაშია? არანაირი ინფრასტრუკტურა 4 მოედანია სადაც შეიზლება ბურთი გააგორო გორი ბათუმი დინამო ტორპედო სადაც მოწესრიგებულია მინდორი. და კიდე ვიზუალური არასაფებურთო გარემო ბათუმის გარდა კატასტროფული შეფუთვა სტადიონების ტრიბუნები მარტო ცალ მხარეს.
beqa
18:24 20-04-2022
3
მერე რაღა ეშველება მაგიას?!
Giusha3232
19:01 20-04-2022
1

სიახლეები პოპულარული