ევრო 2023 - საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება

AutoSharing Option
საქართველო 2023 წელს უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით, 26 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება.

პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა.

არსებული ინფრასტრუქტურის გარდა, ჩემპიონატისთვის, საერთო
ჯამში, 12 ობიექტი მოეწყობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუმინეთში უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის 16 ნაკრებ გუნდს უმასპინძლებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ჯგუფებში თანაბრად გადანაწილდება.

ტურნირის ფარგლებში, საქართველოში 16 მატჩი გაიმართება. ჯგუფური და მეოთხედფინალური მატჩები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, ფინალურ მატჩს კი ბათუმის "აჭარაბეთ არენა" უმასპინძლებს.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „როგორც იცით, მომავალ წელს საქართველო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ჩემპიონატს მასპინძლობს.

ჩვენი ქვეყანა 2023 წლის ივლისში მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ქვეშ იქნება. იმისათვის, რომ შევძლოთ ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე მასპინძლობა, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია სათამაშო და სავარჯიშო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მხარდაჭერისთვის. აღნიშნული ტურნირის მასპინძლობისთვის სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი ინვესტიცია განხორციელდება. მათი მხარდაჭერით 12 საფეხბურთო ობიექტი განახლდება და ახალი აშენდება, რაც, რა თქმა უნდა, დაეხმარება ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები საშუალებას მოგვცემს, მომავალშიც არაერთ საერთაშორისო დონის ღონისძიებას ვუმასპინძლოთ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მასპინძლის სტატუსით პირველად ითამაშებს მსგავსი დონის ჩემპიონატზე, რაც ჩვენი ახალგაზრდებისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება. აქვე აღსანიშნავია, ევროპული საფეხბურთო ფორუმის ფინალი სწორედ ბათუმში იმართება.“

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
რუსᲗაველებმა რა დავაᲨავეᲗ მეტალურგის სტადიონი უოატრონობისგან რომ ინგრევა და რუსᲗავის მეტალურგი მეცხრამეტე პროფილაქტიკების უკან უბნის დონის სტადიონზე რომ ᲗამაᲨობს
di ma
22:12 26-04-2022
1
კალაᲗბურᲗის ინფრასტრუქტურა ხომ ააწყვეს და დარბაზი უკვე მზად არის...ახლა მაგას უცბად მოასწრებენ ჰა ჰა ჰა
ვაი მაგაᲗ პატრონს
მოქალაქე
23:13 26-04-2022
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული