ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U15 - საქართველო 3:1 ლიბანი

AutoSharing Option
საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ერევანში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც ლიბანის ასაკობრივი გუნდი - 3:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევრის 35-ე და 39-ე წუთებზე, დუბლის გატანა შეძლო დინამო თბილისის ნახევარმცველმა - რეზი დანელიამ.

სხვაობა მინიმუმამდე შეცვლაზე შემოსულმა - ჩარბელ ასაფიმ დაიყვანა. ხოლო ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ეფექტური დარტყმით - ლუკა წულაიამ, 50-ე წუთზე დააფიქსირა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი, მომდევნო მატჩს, 10 მაისს მოლდოვის წინააღმდეგ გამართავს.

U15 | მატჩების განრიგი
10 მაისი | 16:00 - მოლდოვა V საქართველო
12 მაისი |
16:00 - სომხეთი V საქართველო

nakrebi.ge