ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U19. საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
2023 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ჯგუფის მანსპინძელ დანიასთან დამარცხდა - 1:3.

ჩვენი ასაკობრივიდან გოლის გატანა 87-ე წუთზე დავით გოცირიძემ შეძლო, რომელმაც თენგიზ ალიბეგაშვილის დაწყებული შეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულა და სხვაობის შემცირება შეძლო.

შემდეგ მატჩს ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი 24 სექტემბერს, ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

U19 | მატჩების განრიგი

24 სექტემბერი - ინგლისი V საქართველო
27 სექტემბერი - მონტენეგრო V საქართველო

nakrebi.ge