რამაზ სვანაძე: ეს შეკრება ჩვენ ჩავაგდეთ, მაგრამ მაინც მჯერა ჩემი გუნდის

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში სტუმრად თურქ თანატოლებთან 0:1 დამარცხების შემდეგ, nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სხვანაძემ და თავდამსხმელმა გიორგი გაგუამ გააკეთეს:

რამაზ სვანაძე: "პირველი ტაიმი ჩვენი შესრულებით, ეს იყო ყველაზე ცუდი თამაში, რომელიც საერთოდ გვითამაშია. მეორე ტაიმში შედარებით გამოვასწორეთ მდგომარეობა, მაგრამ ეს შედეგში არ აისახა.

ძალიან ცუდია, რომ დავმარცხდით, ზოგადად პირველად მოხდა ამ შეკრებაზე ბევრი რამ, პირველ რიგში ის, რომ 2 მატჩი წავაგეთ, მეორე ის, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მატჩი უგოლოდ დავასრულეთ. აუცილებლად მოხდება გადახედვა რიგი პოზიციების და შესაბამისად
უკვე დასკვნები შემდეგ იქნება გამოტანილი. ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ უკეთე შეგვიძლია თამაში, რაც ბევრჯერ დავამტკიცეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეკრება ჩვენ ჩავაგდეთ - 2 მატჩი წავაგეთ, მე მაინც მჯერა ჩემი გუნდის, ჩემი ფეხბურთელების, დღეს ყველაზე მთავარი ის არის, რომ დასკვნები სწორად გამოვიტანოთ და შემდგომში ასეთი ჩავარდნები აღარ დაგვემართოს".

გიორგი გაგუა: "ეს შეკრება რა თქმა უნდა უარყოფითად შეფასდება, რადგან ვერცერთი მატჩი ვერ მოვიგეთ და მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. ვფიქრობ, რომ ეს საჭიროც იყო რაღაც დონეზე იმისთვის, რომ მივმხვდარიყავით, თუ რა დონეზე ვართ და რა ასპექტები გვაქვს გამოსასწორებელი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვასწოროთ შეცდომები და ვიფიქროთ, მხოლოდ მომავალზე."

მკითხველის კომენტარები / 7 /
მწვრთნელმა გუნდს უნდა მიხედოს და რაც ფეხბურთს დაჭირდება ის უნდა აკეთოს, ერთი სიტყვით უამრავი საქმე აქვს მწვრთნელს და ამ თამაშებმაც დაადასტურა, როცა 10 კაციან თურქეთს ვერაფერს უშვები, ესეიგი რაღაც წესრიგში არ არის გუნდში,ამ პრობლემებზე უნდა ამახვილებდეს მწვრთნელი ყურადღებას.პოლიტიკური განცხადებები კი პოლიტიკოსებმა უნდა აკეთონ და არა 21-წლამდე ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელმა.
qomagi
29 სექტემბერი 2022 17:05
0
Imitom gaqvs nakrebis imedi rom evropaze bichebs elodebi da ici dabdgvnian kvara mamarda zuka miqautadze azarovi tore visqc axla atamasheb ert gols ver gaitanen evropaze darcmunebuli var.
Ucxo
28 სექტემბერი 2022 14:08
0
tavdasxmashi problemebia, karshi tu ar daartki burti tavistvis ar gava, uazro burtis treva araa pegburti, adre uketesad tamashobda gundi, ty ar moumatet aseti tamashit evropaze arapeli gvesakmeba.
BARSA
28 სექტემბერი 2022 10:01
0
შენ არ იყავი ნაკრების მწვრთნელობაზე რომ ქონდა პრეტენზია შე მკვეხარა შენა
mamuka
28 სექტემბერი 2022 09:29
5
მთავარია, თქვენ მოეშვათ პოლიტიკური განცხადებების კეთებას და ფეხბურთზე გადაერთოთ, თორემ მაგ ბიჭებმა ინგლისი დაამარცხეს და არც თურქეთს და პორტუგალიას დამართებდნენ კარგ დღეს. თუ პოლიტიკური განცხადებების კეთება გხიბლავთ არც ეგ არის პრობლემა ბევრი ყოფილი ფეხბურთელია დღეს პოლიტიკაში ჰოდა ყოფილი მწვრთნელი როცა გახდებით მაშინ შეგიძლიათ ცადოთ, ახლა კი მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრეთ. 2 წაგება ნამდვილად არ არის ტრაგედია მითუმეტეს ნიჭიერი ბიჭები გვყავს და გვჯერა მომავალი ჩვენია! წინ საქართველო!!!
ბატონ რამაზს
28 სექტემბერი 2022 04:38
12
პირველ რიგში თუ ქართველი ხარ ქართულად წერე, მეორე წაკითხულის გააზრება თუ არ შეგიძლია კიდევ ერთხელ აგიხსნი აქ პოლიტიკური განცხადების სისწორეზე არ არის ლაპარაკი, არამედ ლაპარაკია იმაზე რომ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და უნდა აკეთოს მაქსიმალურად კარგად და მესამე შენ მე არ მიცნობ და თავს აძლევ უფლებას უხეშად მომართო თუ გინდა შევხვდეთ სადმე და შეძლების ფარგლებში აგიხსნი კაცური ქცევის წესებს.
Qartveli-ს
28 სექტემბერი 2022 17:44
0
მაგ პოლიტიკურ განცხადებაში მართალი იყო ხმას ნუ იღებ.
Qartveli.
28 სექტემბერი 2022 06:52
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული