ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

რამაზ სვანაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ გავუშვათ ეს შანსი ხელიდან

AutoSharing Option
ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც ფინალურ სტადიაზე გასული 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. GFF.GE-სთან კომენტარი ჩვენი ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"ძლიერი, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო ჯგუფია. მოგვიწევს დაპირისპირება ტოპ ნაკრებებთან. ამ ასაკში, ტრადიციულად, ყველა გუნდი გამორჩეულია. ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდილება და დიდი ზეიმი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, მთლიანად ჩვენი გუნდისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ გავუშვათ ეს შანსი ხელიდან, წარმატებით ვიასპარეზოთ
პირველ რიგში ჯგუფურ ეტაპზე და შემდეგ უკვე მთლიანად ევროპის ჩემპიონატზე".

ასევე დაგაინტერესებთ