21-წლამდელთა შემადგენლობა - ახალგაზრდული ისრაელს და უკრაინას დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, მიმდინარე წლის ბოლო შეკრების ფარგლებში, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს ისრაელის და უკრაინის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ გამართავს.

რამაზ სვანაძის გუნდი ისრაელს 16 ნოემბერს, 18:00 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო უკრაინასთან 21 ნოემბერს გასამართი მატჩის საშიანო არენასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მიმდინარე შეკრებას ტრავმის გამო 21-წლამდელთა ნაკრების ოთხი ფეხბურთელი - გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა გაგნიძე, ბექა დარცმელია და შოთა ნონიკაშვილი, გამოტოვებს.

ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად არიან გამოძახებული: გაბრიელ სიგუა (დინამო, თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი) და
ივან ფოცხვერია (სიონი, ბოლნისი).

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სიონი ბოლნისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (უმრანიესპორი, თურქეთი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (თელავი), გიორგი ლომთაძე (გაგრა), ივან ფოცხვერია (სიონი ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (რეალ უნიონი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი).

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ მწვრთნელებს, ვერაფერს იტყვი. ყველა უძლიერესი აქაა. დოქსოპულო, შენ დედა გყავს?
გია
00:37 11-11-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული