შეკრების მესამე დღე - 21-წლამდელთა ნაკრები ლატვიასთან მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლატვიის 21-წლამდელთა გუნდთან 26 მარტს გასამართი შეხვედრისთვის მზადებას თურქეთის ქალაქ ბელეკში განაგრძობს.

გუნდს დღეს 21-წლამდელთა კაპიტანი გიორგი გულიაშვილი შეუერთდა და ვარჯიშის შემდეგ მოახლოებული შეხვედრის შესახებ თანაგუნდელთან - გიორგი მოისწრაფიშვილთან ერთად ისაუბრა.

გიორგი გულიაშვილი: "შარშანდელის მსგავსად, გვინდა წელი გამარჯვებით დავიწყოთ. ამას გარდა, ლატვიასთან მატჩი ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო შეხვედრაა და გვსურს ტურნირს კარგი განწყობით შევხვდეთ."

გიორგი მოისწრაფიშვილი: "მესამე დღეა, რაც შეკრებაზე ვართ. იდეალური გარემოა სავარჯიშოდ და კარგი იქნება, რომ ეს მომზადება 26-ში, შედეგში გარდავსახოთ. ლატვია კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ
ჩვენი ფეხბურთის თამაშს შევეცდებით და იმედია, წლის პირველ მატჩს გამარჯვებით დავასრულებთ."

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი ვუნდერკინდია, გვარად ნაჭყებია და იქნებ შეამჩნიონ...
ლაშა
23 მარტი 2023 09:05
1
ფოთის საბაჟოს უფროსის ნაჭყებიას რაა? ან მისი მოადგილის ვაჟა ჭიქაძის.D ვიხუმრე ღმერთმა წარმატებები მისცეს.
L.J.
23 მარტი 2023 15:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული