U21. საქართველოს ნაკრებმა გიბრალტართან 2:0 იკმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 2:0 დაამარცხა.

სვანაძის შეგირდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. ჯერ მეტოქის კარი ოთარ მამაგეიშვილმა დალაშქრა, ცოტა ხანში კი ახალწვეულმა, „პაოკის“ თავდამსხმელმა ვასილიოს გორდეზიანმა. შემდეგ ტემპი დაეცა, საქართველოს ნაკრები ძალდაუტანებლად თამაშობდა, მეტოქეს სჯაბნიდა, მომენტებს ქმნიდა და ვერ იყენებდა. ყველაზე რეალური შანსი შეცვლაზე შესულ იობაშვილს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და საბოლოოდ ტაბლოზე 2:0 დაფიქსირდა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 12 სექტემბერს გასვლაზე მოლდოვასთან ჩაატარებს.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
საქართველო - გიბრალტარი 2:0
გოლები: ო.
მამაგეიშვილი (10), 2:0 გორდეზიანი (17)

საქართველო: მაქაცარია, რუხაძე, გოგლიჩიძე, ხვადაგიანი, ლომინაძე (მორჩილაძე 71), ოდიშარია (ოგბაიძე 72), ო. მამაგეიშვილი, გორდეზიანი (იობაშვილი 74), კვერნაძე (აბუაშვილი 86), მაისურაძე, სიგუა (ცხოვრებაშვილი 46)

მკითხველის კომენტარები / 20 /
სადღაც ნახევარი საათით ადრე მორჩა გოგონების მატჩი ლიგის საკვალიფიკაციოზე მილონჯერ უფრო მაგარი და დაუჯერებელი ამბით
ნოდო
21:54 06-09-2023
1
ტრანსლაციაზე ფული დაზოგეს? მთელი დღე ველოდებოდი. ვულოცავ ნაკრებს
ვანჩოპე
23:44 06-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული