პირველი დღე კიშინიოვში - ახალგაზრდული მოლდოვასთან მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 12 სექტემბერს, მოლდოვის 21-წლამდე ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის მზადებას სტუმრად, კიშინიოვის "ზიმბრუს" საწვრთნელი კომპლექსის მოედანზე განაგრძობს.

რამაზ სვანაძის გუნდმა, დღევანდელი მოსამზადებელი დღე ორჯერადი საწვრთნელი პროცესის ფონზე ჩაატარა. ახალგაზრდული მოლდოვასთან მატჩს დანაკლისით ხვდება, გუნდს ქუთაისში, გიბრალტართან მატჩში მიღებული ტრავმის გამო "ბაზელის" ნახევარმცველი - გაბრიელ სიგუა გამოაკლდა.

2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, ახალგაზრდულმა 6 სექტემბერს, გიბრალტართან გამარჯვებით დაიწყო - 2:0. გოლები - ოთარ მამაგეიშვილმა და გუნდის ახალწვეულმა - ვასილიოს გორდეზიანმა გაიტანეს.

12 სექტემბერს, მოლდოვა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს კიშინიოვში,
"ზიმბრუს" სტადიონზე უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისევ არ გვიჩვენებთ?
ეჰ
10:40 10-09-2023
0
თქვენ მაინც გაგვახარეთ ბიჭებო
სტაჟიანი გულშემატკივარი
05:34 10-09-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული