ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

AutoSharing Option
დღეს, ნიონში, უეფა-ს სათაო ოფისში ვაჟთა ასაკობრივი, 17 და 19-წლამდე გუნდების წილისყრა გაიმართა, სადაც ორივე ასაკობრივ ჯგუფში, 2025 წლის ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფები დაკომპლექტდა.

ლაშა ფირცხალაიშვილის 19-წლამდე ნაკრები, ელიტ რაუნდში - ნორვეგიას, შვედეთს და ესტონეთს დაუპირისპირდება. მატჩების თარიღების და მასპინძელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გიორგი ხიზანიშვილის 17-წლამდე ნაკრები, ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად - პოლონეთს, სლოვენიას და სომხეთს შეხვდება. მატჩების თარიღების და მასპინძელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

nakrebi.ge