ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U21. ვის შეხვდება საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში - კენჭისყრა 17 ოქტომბერს გაიმართება

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის 2:1 დამარცხების შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ცხრა ნაკრებმა (პლუს მასპინძელმა სლოვაკეთმა) და სამმა საუკეთესო მეორეადგილოსანმა გაინაღდა, დანარჩენი სამი ადგილისთვის კი პლეი-ოფები ჩატარდება.

წილისყრა 17 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეები ხორვატია, ბელგია, ნორვეგია, ჩეხეთი და ფინეთია. პლეი-ოფი ორრაუნდიანია - მატჩები 11-19 ნოემბერსაა ჩანიშნული.

ასევე დაგაინტერესებთ