ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

U21. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
ბრატისლავაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

რამაზ სვანაძის გუნდი, რომელიც მეოთხე კალათაში იყო, C ჯგუფში პორტუგალიასთან, საფრანგეთთან და პოლონეთთან მოხვდა.

ფინალური ტურნირი ივნისში სლოვაკეთში ოთხ ჯგუფში ჩატარდება და თითოეული ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო გავა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფში ხორვატია დაამარცხა და ზედიზედ მეორედ იასპარეზებს ევროპირველობაზე.

სხვა ჯგუფები

A ჯგუფი: სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი
B ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, სლოვენია
D ჯგუფი: ფინეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, დანია

altასე აღნიშნეს გამარჯვება - რა კადრები ვრცელდება საქართველოს 21-წლამდელთა ფეხბურთელების გასახდელიდან?

[VIDEO]

altU21. ხარატიშვილის გმირობა - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას ორი მატჩის ჯამში სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ