ეროვნული ლიგა 2. VIII ტური: "ცხინვალმა" ზედიზედ მესამე მოიგო

AutoSharing Option
26 აპრილს ეროვნული ლიგა 2-ის VIII ტურის მატჩი გაიმართა.

მარტვილში "მერანმა" მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე "ცხინვალს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი 47-ე წუთზე ლუკა გადრანი გახდა. აღსანიშნავია, რომ მე-80 წუთზე ნიკა წივწივაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ.

"ცხინვალმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ხოლო "მერანს" მოუგებელი სერია 4 მატჩამდე გაუგრძელდა.

ამ გამარჯვების შემდეგ "ცხინვალმა" 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

მარტვილი. მურთაზ ხურცილავას სტადიონი
მერანი-ცხინვალი 0:1
გოლი: 0:1 ლუკა
გადრანი (47)
გაძევება: 80 ნიკა წივწივაძე (ცხინვალი)

მერანი. 4-1-4-1: გოგი კულუა, გიორგი ციმაკურიძე, გიორგი გეგია, ბენჟამინ ტეიდი (დავით ბოლქვაძე 46), დათა სიჭინავა (61 ტარას პუჩკოვსკი), ვანო კურდღელაშვილი (ნიკოლოზ ხინთიბიძე 46), ნიკა მგელაძე, სერგეი ტრეტიაკი, ვაჟა ლომაშვილი (კ), ირაკლი კლიმიაშვილი, კიჭი მელიავა

მთ. მწვრთნელი: მიხეილ მავილაძე

ცხინვალი. 4-2-3-1: დავით კერესელიძე, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, გიორგი ცერცვაძე (კ), გიორგი მაღალდაძე (ლევან ბარაბაძე 64), ზვიად მეტრეველი (ნიკოლოზ კენჭაძე 90+2), კობა შალამბერიძე, ლუკა თათხაშვილი (გიორგი ჯოხაძე 77), ანდრო ნემსაძე, ზვიად ლობჯანიძე, ნიკა წივწივაძე, ლუკა გადრანი

მთ. მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0