ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ეროვნული ლიგა 2. XI ტური: "შუქურამ" ისევ წააგო

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში "ცხინვალმა" ბათუმში "შუქურა" დამარცხა (2:1).

სტუმრებმა დებიუტშივე შეძლეს ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება - გოლები ნიკოლოზ ყურშავიშვილმა და ზვიად მეტრეველმა გაიტანეს, 72-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდომ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ ქობულეთელებმა ქულის ხსნა ვერ შეძლეს და მორიგი მარცხი განიცადეს.

"ცხინვალი" 17 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო "შუქურა" 4 ქულით აუტსაიდერია.