ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

25 მილიონის ინვესტიცია ბათუმის "დინამოში"? - "ლამინი გრუპმა" მერიაში განაცხადი შეიტანა

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, "ლამინი გრუპი", რომლის მფლობელიც აჩი ბერიძეა, ბათუმის "დინამოში" 25 მილიონი ლარის ინვესტირებას აპირებს.

Sportall.ge ინფორმაციის მისაღებად თავად ბერიძეს დაუკავშირდა. მან დაგვიდასტურა, რომ "ლამინი გრუპისგან" ინტერესი მართლაც არსებობს და ბათუმის მერიაში განაცხადი შეტანილია.

მისივე თქმით, არსებობს 3-წლიანი გეგმა, რაც "დინამოში" 25 მილიონი ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.

"ლამინი გრუპი" "დინამოს" ოფიციალური პარტნიორი იყო. კლუბი ამჟამად ბათუმის მერიის საკუთრებაშია.