მარტვილის "მერანს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე მარტვილის "მერანს" ახალი მწვრთნელი ჰყავს, ინფორმაცია კლუბის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება:

" მარტვილის "მერანს" გამოცდილი, უკრაინელი სპეციალისტი, ანატოლი პისკოვეცი გაწრთვნის.

პისკოვეცს დიდხანს უმუშავია საქართველოში. განსაკუთრებით წარმატებული სეზონი ჰქონდა "გაგრაში" მოღვაწეობის დროს, რადგან აწ უკვე ჭყონდიდელთა თავკაცის ხელში "გაგრამ" 2010-2011 წლებში ქართულ ფეხბურთში ახალი ისტორია დაწერა და პირველად, პირველი ლიგის გუნდმა საქართველოს თასი მოიპოვა. ამასთანავე, გუნდი საფეხბურთო ელიტას დაუბრუნდა და უმაღლეს ლიგაში აღზევდა.

პისკოვეცის ხელმძღვანელობით "გაგრას" თავი არც ევროტურნირებზე შეურცხვენია და უფრო გამოცდილ კვიპროსის "ანართოსისს" მართლაც, რომ ღირსეული
წინააღმდეგობა გაუწია.
ამრიგად, "მერანის" ახალი დამრიგებელი უკვე შეუდგა საქმეს თავის ახალ კლუბში და დღეს მარტვილში პირველი ვარჯიში ჩაატარა. წარმატებები ვუსურვოთ ანატოლი პისკოვეცს "მერანთან" ერთად. "
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები პისკოვეცს იმედია მარტვილში უკეთეს წარმატებული სეზონი ექნება
ogafa
21:11 27-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0