ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა

AutoSharing Option
"თელავი" გამოცდილი თავდამსხმელის, ჯაბა დვალის დამატებას იუწყება:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი "თელავი" და 33 წლის თავდამსხმელი ჯაბა დვალი 1-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

დვალი "თელავს" უახლოეს დღეებში შემოუერთდება, ჩვენს გუნდში თამაშის უფლება კი 26 ივნისიდან ექნება, როცა საქართველოში სატრანსფერო სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.

33 წლის თავდამსხმელს საკმაო გამოცდილება უმაგრებს ზურგს - ჯაბას წლების განმავლობაში უთამაშია საქართველოს ჩემპიონატის წამყვან გუნდებში და უცხოური კლუბების მაისურაც მოურგია. იგი საქართველოს 4-გზის და აზერბაიჯანის ჩემპიონია.

დვალი ბოლოს ბოლნისის "სიონში" თამაშობდა, კლუბი კი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ცოტა ხნის
წინ დატოვა - ჯაბა შარშან ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მას დიდი წვლილი მიუძღვის "სიონის" ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაში".