"ცხინვალმა" ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" "ნორჩ დინამოს" 1: 0 მოუგო. გოლი 62-ე წუთზე ზვიად მეტრეველმა გაიტანა. არადა, გამარჯვების შემთხვევაში "ნორჩი დინამო" პირველ ადგილს დაიბრუნებდა.
"თელავს" მოულოდნელად მისსავე მოედანზე "შუქურამ" 3:1 მოუგო. შესვენების შემდეგ ანგარიში მასპინძელთა მცველმა ილია ბერიაშვილმა გახსნა და ვინ იფიქრებდა, თუ ქობულეთელები გამარჯვებას მოახერხებდნენ. მოახერხეს. დუბლით თავი ჯეფერსონ ჯერალდომ გამოიჩინა, ერთი გოლი კი გუნდის კაპიტანმა გიორგი ჩელებაძემ გაიტანა.