ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ბათუმის "დინამომ" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოში" ბრაზილიელი ფეხბურთელი გაბრიელ რამოს და პენია ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქგვერდმა" გაავრცელა.

რამოსმა კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 80-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

22 წლის ნახევარმცველი აქამდე ბრაზილიურ "ბაიასა" (2014 წელს) და "კუიაბაში" (2017 წელს) ასპარეზობდა.

აღსანიშნავია, რომ "კუიაბა" 2017 წელს ბრაზილიის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობდა, ხოლო რამოსმა მაშინ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან ორჯერ სასტარტოში იყო, გოლი არ გაუტანია და საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია და მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი უწერია სტატისტიკაში.

ინტერნეტში რამოსზე 2017 წლის მერე
სტატისტიკური ინფორმაცია არ მოიძებნა.