ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ეროვნული ლიგა 2. XVI ტური: ბათუმის "დინამომ" "ცხინვალი" დაამარცხა და "ვიტ ჯორჯიას" ფეხდაფეხ მისდევს

AutoSharing Option
დღეს ეროვნული ლიგა 2-ის მე-16 ტურის 4 მატჩი გაიმართა.

ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ჯოვინო ფლამარიონის ჰეთ-თრიკით (ერთი გოლი პენალტით გაიტანა) 3:0 დაამარცხა "ცხინვალი" და ლიდერ "ვიტ ჯორჯიას" ფეხდაფეხ მისდევს.

"მერანი" მარტვილში 0:1-ს აგებდა "ნორჩ დინამოსთან" (ანგარიში 72-ე წუთზე იაგო დეისაძემ გახსნა), მაგრამ მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-10 წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ვანო კურდღელაშვილმა ქულა მოუპოვა თავის გუნდს.

"თელავმა" შინ 5:2 სძლია "სამგურალს", ხოლო "გაგრამ" 4:1 "შუქურას".