ეროვნული ლიგა 2. XIX ტური: ლიდერებმა ქულები დაკარგეს

AutoSharing Option
დაიწყო ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრე. დღეს 3 მატჩი გაიმართა და ცენტრალური თელავში ჩატარებული ადგილობრივი გუნდისა და გათამაშების ლიდერის ბათუმის "დინამოს" უგოლოდ დასრულებული შეხვედრა იყო.

მეორე ადგილზე მყოფი"ვიტ ჯორჯია" მცხეთაში "ცხინვალს" დაუზავდა (1:1).  45+5-ე წუთზე ზვიად ლობჯანიძემ სტუმრები დააწინაურა, 81-ე წუთზე კი ირაკლი ზარიძემ ანგარიში გაათანაბრა. მაპინძლებს გამარჯვების მოპოვებაც შეეძლოთ, მაგრამ 90+1-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძემ პენალტი გააცუდა.

"შევარდენმა" დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 3:0 დაამარცხა წყალტუბოს "სამგურალი". გოლები გოგიტა გოგიტაშვილმა, გიორგი ჩიკვაიძემ და მერაბ მეგრელაძემ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა
"შევარდენის" მცველმა ნიკოლოზ ჯიშკარიანმა.

ხვალ "მერანი" "გაგრას", ხოლო "შუქურა" "ნორჩ დინამოს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0