მეორე ადგილზე მყოფი"ვიტ ჯორჯია" მცხეთაში "ცხინვალს" დაუზავდა (1:1). 45+5-ე წუთზე ზვიად ლობჯანიძემ სტუმრები დააწინაურა, 81-ე წუთზე კი ირაკლი ზარიძემ ანგარიში გაათანაბრა. მაპინძლებს გამარჯვების მოპოვებაც შეეძლოთ, მაგრამ 90+1-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძემ პენალტი გააცუდა.
"შევარდენმა" დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 3:0 დაამარცხა წყალტუბოს "სამგურალი". გოლები გოგიტა გოგიტაშვილმა, გიორგი ჩიკვაიძემ და მერაბ მეგრელაძემ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა
ხვალ "მერანი" "გაგრას", ხოლო "შუქურა" "ნორჩ დინამოს" უმასპინძლებს.