ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ეროვნული ლიგა 2. XXIV ტური: "თელავმა" "შევარდენი" დაამარცხა და მეორე ადგილზე გადავიდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის 24-ე ტურში "თელავმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "შევარდენი".

მატჩის ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა, რომელიც კარგ სეზონს ატარებს.

ამ მოგების შემდეგ "თელავმა" 38 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადავიდა.

ხვალ გათამაშების 2 მატჩი ჩატარდება - "გაგრა" "ცხინვალს", ბათუმის "დინამო" კი "ნორჩ დინამოს" უმასპინძლებს.

"თელავი" 19 სექტემბერს საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების მერვედფინალში გორის „დილას“ უმასპინძლებს, ხოლო ჩემპიონატის 25-ე ტურში მარტვილში წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება.