ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ეროვნული ლიგა 2. XXXI ტური: ბათუმის "დინამომ" ისევ გაიმარჯვა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის 31-ე ტურში დარჩენილი 3 მატჩი ჩატარდა.

"შევარდენმა" თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ლიდერ ბათუმის "დინამოს", მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა მე-80 წუთზე ალექსანდრე კვახაძის ავტოგოლით.

"სამგურალმა" ქუთაისში 1:0 სძლია "ცხინვალს". გოლი 89-ე წუთზე თავდამსხმელმა გაგა ჩხეტიანმა გაიტანა და მანვე 90+5-ე წუთზე ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.

"მერანმა" ქობულეთში 2:1 მოუგო "შუქურას". ანგარიში 56-ე წუთზე პენალტით მასპინძელთა კაპიტანმა გიორგი ჩელებაძემ გახსნა, მაგრამ შემდეგ გიორგი გეგიამ და დავით ციცხვაიამ დალაშქრეს აზამატ ჯიოევის კარი.

გათამაშებას 64 ქულით ბათუმის "დინამო" ლიდერობს,
რომელიც უახლოეს მდევარს, "ვიტ ჯორჯიას" 9 ქულით უსწრებს.