ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ეროვნული ლიგა 2. XXXIV ტური: ქობულეთის "შუქურამ" სტუმრად "გაგრა" დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს, 29 ნოემბერს ეროვნული ლიგა 2-ის დარჩენილი მატჩი გაიმართა.

თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე "გაგრამ" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

მატჩის ერთადერთი გოლი სტუმართა ბრაზილიელმა ლეგიონერმა დოს რეის რამოსმა 44-ე წუთზე გაიტანა, მეორე ტაიმზე დამატებული დროის ბოლო წუთზე კი გიორგი ჩელებაძემ პენალტი ვერ გამოიყენა.

"გაგრა" ეროვნულ ლიგა 2-ში მე-3-ეა, "შუქურა" კი ბოლოსწინა, მე-9 პოზიციას იკავებს.

altეროვნული ლიგა 2. XXXIV ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "შევარდენი" დაამარცხა და პლეი-ოფში თამაში გაინაღდა