ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

"მერანი" გავარდა - ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში 23 გოლი გავიდა!

AutoSharing Option
7 დეკემბერს ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო, XXXVI ტური გაიმართა.

ბოლო ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. მარტო "თელავი"-"ცხინვალის" მატჩში ერთბაშად 9 გოლი გავიდა და გამარჯვება "ცხინვალს" დარჩა.

საერთო ჯამში კი, ტურში 23 გოლი გავიდა.

"მერანი" ბათუმის "დინამოსთან" 2:3 დამარცხდა, ბოლო ადგილზე გავიდა და მომდევნო სეზონს ლიგა 3-ში გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგაში ბათუმის "დინამო" აღზევდა, ხოლო "გაგრა" და "ვიტ ჯორჯია" პლეი-ოფში ითამაშებენ.

altეროვნული ლიგების პლეი-ოფების თარიღები ცნობილია

ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირი 24 გატანილი გოლით ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი გახდა, ხოლო საუკეთესო

ასისტენტი - "ნორჩი დინამოს" ფეხბურთელი იაგო დეისაძე.

ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად "ცხინვალი" და "სამგურალი" იბრძოლებენ.

თელავი. გივი ჩოხელი
თელავი-ცხინვალი 4:5
გოლები: 1:0 ანტონ თოლორდავა (22), 2:0 მირიან ჯიქია (27), 2:1, 3:4 ჩუკა ოგბუ (45, 70), 3:1 ირაკლი რუხაძე (45+1), 3:2 ნიკოლოზ ყურშავიშვილი (45+2. პენ), 3:3 ლუკა ვარშელაშვილი (53), 4:4 გიორგი კანდელაკი (76), დავიდ როხას მენა (81)

მცხეთა პარკი
ვიტ ჯორჯია-ნორჩი დინამო 2:0
გოლები: 1:0 პაატა ღუდუაშაური (28), 2:0 დავით საჯაია (85)

მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
მერანი-დინამო (ბთ) 2:3
გოლები: 1:0 ვანო კურდღელაშვილი (3. პენ), 1:1, 2:1 ნიკოლოზ საბანაძე (10, 21), 2:2 ოთო გოშაძე (45+2. ავტ), 2:3 ვალერიან თევდორაძე (86. პენ)

თბილისი. დავით პეტრიაშვილი
გაგრა-შევარდენი 3:2
გოლები: 0:1, 0:2 ფელიპე პაიმი (3, 22), 1:2 ჯაბა კასრელიშვილი (62), 2:2 ლევან პაპავა (73), 3:2 გიორგი ივანიაძე (84)

ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-სამგურალი 2:0
გოლები: 1:0 დოს რეის რამოსი (26), 2:0 ფელიპე ნუნიეში (90+3)