malatyaguncel.com: "ცხინვალის" 5 ფეხბურთელი ანტალიაში ქურდობაზე დააკავეს

AutoSharing Option
malatyaguncel.com-ის ცნობით, ანტალიას სავაჭრო ცენტრში "ცხინვალის" 5 ფეხბურთელი ქურდობაზე დააკავეს.

"ცხინვალის "სპარტაკის" ხუთმა ფეხბურთელმა ანტალიის სავაჭრო ცენტრში ნივთები მოიპარა, სადაც ისინი ნაქირავები ავტომობილით მივიდნენ.

საქართველოს პირველი ლიგის გუნდი "ცხინვალი" ბელეკში მოსამზადებლად გასულ კვირაში ჩამოვიდა. გუშინ  გიორგი ბ., კახა კ., პაპუნა მ., დათა ს. და გურამ მ. კონიატის სავაჭრო ცენტრში მივიდნენ, შემდეგ კი სასტუმროში დაბრუნდნენ.

მაღაზიის დახურვის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ფეხსაცმელი, შორტები და 9 სხვადასხვა სახის საქონელი მოპარული იყო. სავაჭრო ცენტრში სათვალთვალო კამერების შემოწმებისას დადგინდა, რომ ქურდობა 17:45 საათზე მოხდა. ისინი
ბელეკის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ მათ ბრალს წაუყენებენ და სასამართლოს წინაშე წარსდგებიან", - წერს გამოცემა.

Sportall.ge ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას და უახლოესს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით

განახლება:

altრას ამბობს "ცხინვალის" პრესსამსახური თურქეთში ფეხბურთელების შესაძლო დაკავების ფაქტზე

altსაქართველოს საკონსულო თურქეთში: ფეხბურთელები პატიმრობაში არ დატოვეს და გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, თუმცა...

altსფფ თურქეთში "ცხინვალის" ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
ინიციალებს კი ნუ წერთ,სათითაოდ დაასახელეთ მათი სახელები და გვარები მთელმა საქართველომ რომ გაიგოს ამ მათხოვრების ვინაობა
ზაზა
15:48 22-02-2019
0
ჯერ გაიგეთ სიმართლე რა მოხდა და შემდეგ გააკეთეთ თქვენი კომენტარები... სიმართლე რო გაირკვევა იმედია malatyaguncel თანამშრომლები ბოდიშს თუ არა შერცხვება მაინც... ქურდობის დაბრალება საშინელებაა..
ყველას ვინც malatyaguncel.com საიტის გჯერათ
15:37 22-02-2019
3

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0