თურქულმა სასამართლომ "ცხინვალის" ფეხბურთელები უდანაშაულოდ ცნო

AutoSharing Option
თურქეთის სასამართლომ საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" ხუთივე ფეხბურთელი გაამართლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ზურა კარტოზიამ განუცხადა, ფეხბურთელები უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან და საფეხბურთო საქმიანობას ჩვეულებისამებრ გააგრძელებენ. მისივე ინფორმაციით, თურქეთის სასამართლომ ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ არც ფინანსური და არც სადეპორტო სანქცია არ გამოიყენა, რაც მათ სრულ უდანაშაულობაზე მეტყველებს.

"ისინი ამ დრომდე იმყოფებოდნენ სასტუმროში. მათი საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა არ მომხდარა, უბრალოდ მათ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აკრძალული ჰქონდათ", - აღნიშნა ზურა კარტოზიამ.

შეგახსენებთ, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, 21 თებერვალს, ანტალიის სავაჭრო ცენტრში "ცხინვალის" 5
ფეხბურთელი - გიორგი ბ., კახა კ., პაპუნა მ., დათა ს. და გურამ მ. ქურდობაზე დააკავეს. საფეხბურთო კლუბი "ცხინვალი" კი, დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

alt"ცხინვალის" პრეზიდენტი: თურქეთში ჩვენი ფეხბურთელების საქმეზე სასამართლო გაიმართება და ისინი ქვეყნის დატოვებას შეძლებენ



წყარო: IPN.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამართალმა პური ჭამა,მაგრამ ამით რა მორალურად და ფსიქოლოგიურად ფეხბურთელები წამხდარი იქნებიან,დაუდგეთ გვერდით გავამხნეოთ რომ მალე შეძლონ კარგათ თამაში
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0