ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ფოთის "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელად სოსო ფილია დაინიშნა

AutoSharing Option
ფოთის საფეხბურთო გუნდის "კოლხეთი 1913"-ის მთავარ მწვრთნელად, გამოცდილი სპეციალისტი სოსო ფილია დაინიშნა.

ამის შესახებ Sportal.ge-ს გუნდის მედიაოფიცერმა გია ეჯიბიამ განუცხადა. მისი თქმით, ფილია ფეხბუთელებს კლუბის დირექტორმა ნიკო ჯაშმა უკვე წარუდგინა.

"სოსო ფილიას ფოთის "კოლხეთში" მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ორჯერ გავიდა ეროვნული ჩემოპიონატის მეორე ადგილზე. ბოლო პერიოდში ზუგდიდის საფეხბურთო კლუბში მუშაობდა და გუნდი მესამე ლიგიდან მეორეში გადაიყვანა," - აღნიშნა ეჯიბიამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში დანიშნულმა, ფოთის საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაატა მეტრეველმა თანამდებობა დატოვა. მიზზეზად "კოლხეთი 1913"-ის
ბოლო სამი თამაშის წაგება სახელდება.

მაიკო ძაგანია სპეციალურად საიტისთვის