ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "გაგრამ" "სამტრედიას" სძლია, "შუქურამ" "შევარდენთან" ფრეს მიაღწია

AutoSharing Option
დღეს 12 აპრილს ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტურის ორი მატჩი გაიმართა.

"გაგრამ" მუხიანის სპორტულ კომპლექსში "სამტრედიას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე ბექა ნიკოლაშვილმა ვასილ ხოსიტაშვილის პასის შემდეგ გაიტანა.

ეს კახა კახა კაჭარავს შეგირდებისთვის ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი მარცხი გახდა. აქამდე "სამტრედია" წაუგებლად ასპარეზობდა.

ქობულეთის "შუქურამ" კი ბათუმის "რაგბი არენაზე" "შევარდენთან" ფრეს (1:1) მიაღწია. ანგარიში მე-12 წუთზე სტუმართა გუნდის 19 წლის ნახევარმცველმა თამაზ ბაბუნიძემ გახსნა, 90+1-ე წუთზე კი გიორგი კურმაშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა.

ჩემპიონატს 14 ქულით "სამტრედია" ლიდერობს,
მაგრამ "მერანსა" ან "თელავს" მისი გადასწრება შეუძლიათ. ეს გუნდები 13 აპრილს თბილისში "სპაიერის" სტადიონზე შეხვდებიან ერთმანეთს.