ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "კოლხეთს" სოსო ფილიაც ვერ შველის

AutoSharing Option
3 მაისს, ეროვნული ლიგა 2-ის 2 მატჩი გაიმართა.

ლიდერმა თბილისის "მერანმა" აუტსაიდერი ფოთის "კოლხეთი" 3:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში სტუმართა გუნდმა, რომელსაც ახლახან სოსო ფილია ჩაუდგა სათავეში, თბილისის "სპაერის" სტადიონზე პირველ ტაიმში წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს, მეორე ტაიმში კი სამი უპასუხო გოლი გაუშვა.

დუბლით თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე გამოირჩა, ხოლო 1 გოლი ნახევარმცველმა ბექა გაბისკირიამ გაიტანა.

"კოლხეთმა" ზედიზედ მერვე მარცხი განიცადა.

"შევარდენმა" კი ლანჩხუთში 3:0 მოუგო "გურიას".  დუბლი 19 წლის ფორვარდმა გიორგი ივანიაძემ შეასრულა, 1 გოლი კი მასპინძლებს უკრაინელმა ლეგიონერმა ოლეკსანდრ ერმაჩენკომ გაუტანა.

4
მაისს ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ჩატარდება:

გაგრა - ცხინვალი
ზუგდიდი - თელავი
შუქურა - სამტრედია