ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად და ფეხბურთელად უცხოელები დასახელდნენ

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის Facebook-გვერდმა ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელი და თერთმეტეული დაასახელა.

საუკეთესო სპეციალისტის ჯილდო "თელავის" მთავარმა მწვრთნელმა დენის ხომუტოვმა მიიღო, რომლის ხელმძღვანელობით, კახურმა კლუბმა პირველ წრეში 18 ქულა დააგროვა და მეორე ადგილს იკავებს.

საუკეთესო ფეხბურთელად კი თბილისის "მერანის" მარცხენა მცველი რაფაელ ჩუკურვა დასახელდა, რომელსაც პოზიციიდან გამომდინარე, შესანიშნავი შედეგი აქვს - 9 ჩატარებულ შეხვედრაში 5 გატანილი გოლით ის ეროვნული ლიგა 2-ის თანაბომბარდირია რამდენიმე მოთამაშესთან ერთად.

Sportall.Ge

სიმბოლური თერთმეტეული კი ასე გამოიყურება:

ბექა ქურდაძე (გაგრა), რაფაელ ჩუკურვა (თბილისის მერანი), ანტონ თოლორდავა
(თელავი), გიორგი ჯგერენაია (სამტრედია), ოლეკსეი მაიდანევიჩი (შევარდენი 1906), დმიტრო პუდი (თელავი), გიორგი კურმაშვილი (ქობულეთის შუქურა), დათა სიჭინავა (ცხინვალი), ირაკლი რუხაძე (თელავი), გიორგი ივანიაძე (შევარდენი 1906), გიორგი ნიქაბაძე (თბილისის მერანი).

altეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება

მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგიტა გოგუა ნუთუ არ იმსახურებს საუკეთესოში მოხვედრას?
გიბო
13:34 07-05-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0