ფოთის "კოლხეთი" კატასტროფის წინაშეა - შესაძლოა, გუნდი გათამაშებიდან მოხსნან

AutoSharing Option
თუ ფოთის ,,კოლხეთი 1913“- მა 15 აგვისტომდე არ დაფარა 5 ფეხბურთელის დავალიანება, რაც დაახლოებით 41 ათას ლარს შეადგენს, გუნდი მოიხსნება გათამაშებიდან, ამის შესახებ ჟურნალისტებს საფეხბურთო კლუბ ფოთის ,,კოლხეთი 1913“-ის დირექტორმა ზაზა ინაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გუნდს ასევე გადასახდელი აქვს 18 ფეხბურთელის და 1 მწვრთნელის დავალიანება.

,,ფოთის ,,კოლხეთი 1913“ ისევ რჩება პრობლემების წინაშე. გარდა იმისა, რომ 15 აგვისტომდე დასაფარია 5 ფეხბურთელის დავალიანება, რაც 41 ათას ლარს შეადგენს, გუნდს უჩივის 18 ფეხბურთელი და ერთი მწვრთნელი,  სოლიდურია მათი საჯარიმო თანხებიც. თუ არ გამოინახა
უახლოეს პერიოდში ფინანსები, ცუდი პროგნოზია, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ ,,კოლხეთი 1913“ გამოეთიშოს ჩემპიონატს.

ამ დროისთვის გუნდის სპონსორულ ანგარიშზე შემოსულია 9 ათასი ლარი. ეს ორი კვირაა გროვდება, რაც სამწუხაროდ ძალიან ცოტაა და არანაირ დავალიანებას არ ყოფნის. რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა. ახლებს ვერ ვღებულობთ, ყველამ იცის აქ კრიზისია. თუ დავალიანება ვერ დავფარეთ, ფედერაციის წერილში წერია, რომ გუნდი იხსნება გათამაშებიდან. ჯერჯერობით რესურსი ამ თანხის გადახდის არ ჩანს. ვერ გეტყვით ხვალ და ზეგ რა იქნება,  მობილიზება როგორ გამოცხადდება, გულთან მიიტანენ თუ არა ჩვენი მოქალაქეები ამ პრობლემას და დაეხმარებიან თუ არა ,,კოლხეთს“, ეს მათი გადასაწყვეტია,“- განაცხადა ზაზა ინაშვილმა .

ფოთის მერიაში ადასტურებენ , რომ გუნდში მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. მერიის შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანო სწავლობს აღნიშნული დავალიანების წარმოშობის მიზეზებს და მათ კანონთან შესაბამისობას. პარალელურ რეჟიმში, გუნდის ხელმღვანელობასთან და გულშემატკივრებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სპონსორების მოძიება, აღნიშნული დავალიანების დასაფარად თანხების მოძიების მიზნით. დამატებით მუშავდება სტრატეგია გუნდის გრძელვადიანი განვითარების შესახებ. ვეძებთ არსებული ვითარებიდან გამოსავლის გზებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ მიღებული იქნება გუნდის განვითარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება," - განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

მაიკო ძაგანია

მკითხველის კომენტარები / 9 /
ფოთის კოლხეთს სულ ასეთი კრიისი როგორ აქვს, რაც ეს კლუბი არსებობს სულ ვალებშია, სულ ერთი და იგივე ხალხი კლუბში! არცაა გასაკვირი რატომ არიცვლება მდგომარეობა უკეთესბისენ. პირველ რიგში მენეჯმენტი არვარგა. გაწერილი არაა, მოცემული ბიუჯეტი მთელი სეზონის მანძილზე რაში და როგორ დაიხარჯოს.. და ასე ნახევარი სეზონიც არაა გასული, ჰოპლა!ფული არყოფილა. მანდ მაქინაციებიც იქნება ააბარა, გურიაში როგორც იყო, გაფორმებული 40 კაცი,კლუბში,ნატესავები.. ხელფას იღებდნენ და ზოგი არცჩანდა საერთოდ,არც არაფერს აკეთებდნენ :))) ამიტომმ, სახელმწიფომ კაპიკი არუნდა მიცეს ამათ,სახელმწიფო არაა მეწველი ძროხა!!
მოხიტო
12 ნოემბერი 2019 02:37
0
პარალელურ რეჟიმში, გუნდის ხელმღვანელობასთან და გულშემატკივრებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სპონსორების მოძიება, აღნიშნული დავალიანების დასაფარად თანხების მოძიების მიზნით. დამატებით მუშავდება სტრატეგია გუნდის გრძელვადიანი განვითარების შესახებ. ვეძებთ არსებული ვითარებიდან გამოსავლის გზებს..................
გამოსავალი მხოლოდ ერთია, მოეშვით ამ კლუბს უმაძღარო ჩინოვნიკებო და გაყიდეთ კლუბი სასწრაფოდ ღია საეერთაშორისო აუქციონზე.
რადგან კლუბი ქალაქისაა, ქალაქმა დაფაროს მითვისებული თუ არასწორად გახარჯულ-გაფლანგული თანხების შედეგად წარმოშობილი ვალები,რადგან ვალებიან კლუბს არავინ იყიდის.
სანამ კლუბს არ ეყოლება კერძო მფლობელი, მის ასპარეზობას არანაირი აზრი არ აქვს, იქ მუდამ იქნება ვალები, უპერსპექტივობა და ვიღაცეების ფულსახერხი ინტერესები.
Jango
23 ივლისი 2019 12:36
0
საბიუჯეტო გუნდები არ უნდა არსებობდნენ. სახემწიფომ ფული ბავშვთა ფეხბურთში უნდა გადაამისამართოს.თორემ იქნება ყოველთვის ეს პრობლემა სამწუხაროდ. მუქთა ფული ყველასთვის ტკბილია გუნდები ვერ ვითარდებიან და გადამხდელის ფული ადვილად იხარჯება.
jorj
23 ივლისი 2019 12:18
1
ფოთში კურდღელია, თბილისში კი მელია, რა ხდება საოცნებო ზღაპარში ვართ და ჩვენ არ ვიცით?
Vah
23 ივლისი 2019 11:58
2
ბატონო ფედერაციის პრეზიდენტო, ბატონო ლევან, გთხოვთ გაგვეცით პასუხი ქართველ გულშმატკივრებს და ამავდროულად იმ გადასახადევუს გადამხდელებს, რონელიც იხარჯება ქართულ ფეხბურთში, (ოღონდ გამჭირვალე და გასაგები პასუხი) რა მოხდა ტორპედოში, რა ხდება კოლხეთში და საერთოდ რა ხდება ქართულ ფეხბურთში და ამას გულისხმობდით იმ განვითარებაში და აღმასვლაში რასაც დაგვპირდით პრეზიდენტადა არჩევისას?
ქართველი ადამიანი
23 ივლისი 2019 10:13
1
ფწხბურთი სადაც წამგებიანია იქ ვერასდროს ვერ განვითარდება,
იმერელი
23 ივლისი 2019 09:50
0
რამოდენიმე კაცმა ფული აკეთოს, უსარგებლო ლეგიონერები მოიწვიეთ, ვალები აიკიდეთ და მერე იმათხოვრეთ... ასეთი ნებისმიერი გუნდი უნდა მოიხსნას გათამაშებიდან. წესით კოლხეთს პორტი უნდა აფინანსებდეს და კარგი გუნდი უნდა ყავდეს.
დავით
22 ივლისი 2019 23:01
0
რატომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ინტერესდება სად მიდის ამდენი ფული . საუბარი ხომ არის ლამის ორ მილიონ ლარზე . სად წავიდა ფული თუ ხელფასებს არავის უხდიდნენ ?
კლუბის დასჯა კი არა იმ ხალხის დასჯა არის საჭირო ვინც გამოღრღნა კლუბი და ზოგადად ქალაქი .
მიხაელ
22 ივლისი 2019 19:39
1
მხოლოდ ის იწერება კლუბს ვალები აქვსო, რატომ და ვის გამო ამას არავინ კითხულობს.
ტრ
29 ივლისი 2019 20:01
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0